ნაპოლეონი მარწყვით, ჟოლოთი და მოცვით

ნაპოლეონი მარწყვით, ჟოლოთი და მოცვითვინც აფასებს კლასიკურ ნაპოლეონს, ძალიან მოეწონება მასში განთავსებული კენკრის ფენა, განსაკუთრებით შავი მოცვის (,,სმაროდინა”). გარეცხილ მოცვს (ან სხვა კენკრას – მარწყვს, ჟოლოს) მოაყარეთ შაქარი და მოაყარეთ ნაპოლეონის ფირფიტაზე წასმულ კრემს.

ნაპოლეონის რეცეპტი

ინგრედიენტები

ძმარი – 1/2 ჩ.კ
მარილი – 1 ჩ.კ
ფქვილი – 600 გ
კარაქი – 500 გ
წყალი – 185 მლ

ცალ-ცალკე მოამზადეთ კარაქის და ცომის ბლოკი.
კარაქის ბლოკი: 400 გ დარბილებულ კარაქს შეურიეთ 175 გ ფქვილი, მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე. გადაიტანეთ ცელოფანზე, მიეცით კვადრატის ფორმე (15 სმ) და შედეთ მაცივარში 2 საათი.

ფქვილის ბლოკისთვის დაგჭირდებათ: 185 მლ ცივი წყალი, 1 ჩ,კ მარილი, 1/2 ჩ.კ ძმარი, 420 გ ფქვილი და 100 გ გამდნარი, გაგრილებული კარაქი. ჯერ ფქვილი და კარაქი შეურიეთ, შემდეგ დაამატეთ წყალი, მარილი და ძმარი. დიდხანს ზელვა არ სჭირდება. მიეცით კვადრატის ფორმა (10 სმ) და შეინახეთ მაცივარში 2 სთ.

2 საათის შემდეგ კარაქის ბლოკი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,ერთ მხარეს დაადეთ ფქვილის ბლოკი, გადააფარეთ მეორე ნაწილი, გვერდები მიუწებეთ.

გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, ისე რომ სიგრძეში სამჯერ გრძელი იყოს, ვიდრე სიგანეში. გადაკეცეთ.

შეაბრუნეთ მაცივარში 20 წუთი, შემდეგ კიდევ გააბრტყელეთ და გადაკეცეთ. გაიმეორეთ მეორეჯედაც.

ამის შემდეგ ცომი 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.

ცომთან მუშაობის დროს, როგორც კი იგრძნობთ რომ დარბილდა, შეაბრუნეთ მაცივარში.

კრემისთვის დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და კენრკა მოაყარეთ. ფენებს წინასწარ უსწორმასწორო ნაპირები ჩამოაჭერით, დაფხვენით და ზემოდან მოაყარეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ.