,,მეგობრები მასზე ქილიკობდნენ, შეყვარებულს აღარ გლოვობსო” – გოგონას თვითმკვლელობის ახალი დეტალები

,,მეგობრები მასზე ქილიკობდნენ, შეყვარებულს აღარ გლოვობსო" - გოგონას თვითმკვლელობის ახალი დეტალებიწყალტუბოში 19 წლის წლის გოგომ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. „პრაიმტაიმის“ იმერეთის კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის  ინფორმაციით, გოგონამ თვითმკლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობარს უთხრა, რომ შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

-გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით  გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა. ერთ-ერთი  სარკაზმით წერდა, მეშინია, თავი არ მოიკლას დარდითო, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გოგონას მეგობარმა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საფლავზე თვითმკვლელობამდე გოგონამ შეყვარებულის საფლავზე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობის წამალი დალია, თუმცა მაშინ გადარჩა…

პრაიმტაიმი, ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე