მაშველებმა სახლში ცხედარი და ორი ქალი ნახეს – რა ხდება თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე – ვიდეო

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ქალია.
მეზობლების აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გაურკვეველ სუნს გრძნობდნენ და მაშველები გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ  ცხედარი. სახლში იმყოფებოდა ორი ქალი, რომელთაგან ერთი კონტაქტური იყო, მეორე კი უგონო მდგომარეობაში. ორივე ქალი სააავადმყოფოში გადაჰყავთ.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ჯგუფები და ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ნიუპოსტი (ნახეთ ვიდეო)

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/342870203071694/?t=0