კორეელი დიქტატორის თამამი ცოლი

კორეელი დიქტატორის თამამი ცოლი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი ლი სოლ ჩუა. აქამდე კორეის არც ერთ ლიდერს ფართო საზოგადოებისთვის საკუთარი მეორე ნახევარი არასდროს წარუდგენია. ლი საკუთარი ჩაცმის სტილით თავისი თანამემამულე ქალებისგან მკვეთად გამოირჩევა.
თუკი ჩრდილოეთ კორეაში ქალების უმრავლესობას მკაცრი სტილის პიჯაკების ტარება და საზოგადოებაში მეტი თავშეკავებულობა ევალებათ, ქვეყნის პირველი ლედი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება, იცვამს რასაც უნდა და იქცევა როგორც უნდა, მის გარდერობში, როგორც ქუსლიან ფეხსაცმელს, ასევე სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ ფორმის მუხლის ზემოთ კაბებიცაა.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერის გვერდით ახალგაზრდა მეუღლე გამოჩნდა, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელ ქალებს როგორც შარვლის, ასევე სამკაულისა და პლატფორმიანი ფეხსაცმლის ტარების ნება დართო, რითიც ქვეყნის მორალისტთა გაოცება გამოიწვია.

ლი სოლ ჩუ მამისა და მეუღლის ბაბუის გამოსახულებიან სამკერდე ნიშნებს, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეაშია სავალდებულო, არ ატარებს, ვინაიდან მისთვის მისი საყვარელი მეუღლის გარდა მსოფლიოში სხვა მამაკაცი არ არსებობს.

ინტერმედია

კორეელი დიქტატორის თამამი ცოლი