,,ის ორსულადაა, მე რა შუაში ვარ?” – პუტინი სოფიკო შევარდნაძეს

,,ის ორსულადაა, მე რა შუაში ვარ?" - პუტინი სოფიკო შევარდნაძესპეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთის, სომხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის და რუსეთის ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი Russia Today-ის ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე იყო.

დისკუსიის ბოლოს სოფიკო შევარდნაძეს სურდა, Russia Today-ისა და სააგენტო Sputnik-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შესახებ მიეწოდებინა ფორუმის მონაწილეებისთვის ინფორმაცია. სიმონიანი რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში ალექსეი ნავალნის შტაბის წევრთან კამათის შემდეგ მიღებული სტრესის გამო ნაადრევი მშობიარობის საფრთხის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. შევარდნაძეს სურდა, გარკვეულწილად ნავალნის შტაბის წევრები გაეკრიტიკებინა. სოფიკო შევარდნაძემ კონკრეტულად ვლადიმირ პუტინს მიმართა:

-მარგარიტა სიმონიანი აქ ვერ იმყოფება თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო.

-ის ორსულადაა, თქვენ კი იძახით, „თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო“, მე რა შუაში ვარ? – უპასუხა პუტინმა.

დისკუსიის დასრულების შემდეგ სოფიკო შევარდნაძემ ფორუმის მონაწილე ლიდერებთან ერთად ფოტოც გადაიღო.

ნიუპოსტი