გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავესგურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაერთიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.

ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რუსთავი 2