გორელი ძაღლი ჰოლივუდში გადასახლდა – მისი ახალი მეპატრონეები ცნობილი მსახიობები არიან

გორელი ძაღლი ჰოლივუდში გადასახლდა - მისი ახალი მეპატრონეები ცნობილი მსახიობები არიანჯორჯი გორელი მიუსაფარი ძაღლია, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ცხოვრობდა, თუმცა მალე ჯორჯის ახალი სახლი ჰოლივუდში იქნება.  შესაძლებელია, გორელი ძაღლი ამერიკული ფილმების ვარსკვლავიც გახდეს, რადგან მისი ახალი მეპატრონეები ცნობილი მსახიობები – სიმუს და ჯულიანა  დევერები არიან.

„გამხდარი და ტილებით სავსე ძაღლი გორთან, „გუდვილის“ მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც ის განსაკუთრებულ წყვილს შეხვდა. ჯულიანა დევერი და სიმუს დევერი ბათუმიდან თბილისში მიდიოდნენ , როდესაც ეს პატარა “ბიჭი” შეხვდათ და წყვილმა დახმარება გადაწყვიტა“, – ამის შესახებ  საქართველოს ძაღლთა ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს.

ჯორჯი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

რეზონანსი

გორელი ძაღლი ჰოლივუდში გადასახლდა - მისი ახალი მეპატრონეები ცნობილი მსახიობები არიან