გაფრთხილება: დაკიდეთ სველი პირსახოცები, გამორთეთ ელექტრომოწყობილობა – ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები

გაფრთხილება: დაკიდეთ სველი პირსახოცები, გამორთეთ ელექტრომოწყობილობა - ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს ცხელი ზაფხული იქნება. ტემპარატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 40 გრადუსსაც კი მიაღწიოს. ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, როგორ უნდა დაიცვან თავი სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებისა და გართულებებისაგან.

როდესაც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე გრძელდება, ეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ე.წ. “თბურმა ტალღებმა” 2003 წელს 70 000 ადამიანი იმსხვერპლა.

მაღალი ტემპერატურა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელბაზე ახდენს გავლენას, მაგრამ რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან:
75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები;
გადაადგილების პრობლემის მქონე პირები;
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები;
გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მათ შორის პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე;
ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული პირები ადამიანები’
ფიზიკურად აქტიური პირები, მაგალითად მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები.
იმისათვის, რომ თავი დაიცვათ მაღალი ტემპერატურისაგან გამოწვეული გართულებებით აუცილებელია:
სახლში შეინარჩუნოთ სიგრილე. ოთახის ტემპერატურა დღისით არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით – 24-ს
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება, დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები და ჟალუზები.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35 გრადუსს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვანია. მიიღოთ დიდი რაოდენობის სითხე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019