,,ერთი ტყვია ისე ღრმად არის, ვერ იღებენ, რომ ქსოვილი არ დაზიანდეს” – 20 ივნისის ღამეს დაშავებული

,,ერთი ტყვია ისე ღრმად არის, ვერ იღებენ, რომ ქსოვილი არ დაზიანდეს" - 20 ივნისის ღამეს დაშავებული,,გავრილოვის ღამეს” დაშავებული გიორგი თებიძე დარბევის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ 5 ტყვიიდან ერთ-ერთი ისევ სხეულში აქვს.

26 წლის ახალგაზრდას 5 ტყვია მოხვდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება თუმცა, ერთ-ერთი ტყვია ისევ მკლავში აქვს, რადგან ამოღების შემთხვევაში შესაძლოა ქსოვილი დაუზიანეს.
„სულ 5 ტყვია. ისე აღმოჩნდა, რომ ზევით ვიყავი, მარტო ვიდექი და ფეხებში რომ მესროდნენ, უკან გამოვიწიე ოდნავ და პირდაპირ მომხვდა ხელში, მარჯვენა ხელში და ცოტა მუცლის არეში. სულ 5 ტყვია, ერთი ისევ რჩება, იმდენად ღრმად არის კუნთში, რომ იქ რაღაც მყესები, ნერვები რომ არ დაზიანდეს, ჯერ არ აღიზიანებენ, ასე ვთქვათ, ქსოვილს. ტყვიების ამოღება მოხდა კონსტანტინე სულამანიძესთან…

გახარია იმ ღამესვე უნდა გადამდგარიყო, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამას გააკეთებდა, მაგრამ პასუხისმგებლობა გახარიასგან შორს არის, ის მარტო თავდახრილი დადის პუტინის წინ”, – აღნიშნა გიორგი თებიძემ.

ნიუპოსტი