,,ერთი ემზარ კვიციანი ყველას ჰყავს” – პაკისტანში მთავრობის სხდომაზე ლაივი კატის ფილტრით ჩართეს

,,ერთი ემზარ კვიციანი ყველას ჰყავს" - პაკისტანში მთავრობის სხდომაზე ლაივი კატის ფილტრით ჩართესპაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი ხელისუფლების სხდომაზე ფეისბუქის ლაივი ჩაირთო. ეს ლაივი გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არ ჩართულიყო სოციალური ქსელის ერთ-ერთი ფილტრიც. ლაივში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს კატის ფილტრი დაედო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილტრი მალევე გამორთეს, ლაივის მაყურებლებმა ფოტოს დასქრინვა მაინც მოასწრეს და ის ქსელში ვირუსული გახდა.

იმედინიუსის ამ ინფორმაციას, ქართულ სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ. ,,ერთი ემზარ კვიციანი ყველას ჰყავს”, – დაწერა ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა.

,,ერთი ემზარ კვიციანი ყველას ჰყავს" - პაკისტანში მთავრობის სხდომაზე ლაივი კატის ფილტრით ჩართეს