დიეტოლოგებმა 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის რაციონი შეადგინეს

დიეტოლოგებმა 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის რაციონი შეადგინესბრიტანელმა ექიმებმა იპოვეს მეთოდი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ კვების შედეგად ჯანმრთელობა და გარეგნული მონაცემები 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა. წერს გამოცემა ,,დეილი მეილი”.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ, პირველ რიგში, ქალებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ უცხიმო პროდუქტების გამოყენება, რადგან მათ შემადგენლობაში არის სტაბილიზატორები, ემულატორები და დამატკბობლები. ასევე 40 წლის შემდეგ ქალებმა გადაჭარბებულად არ უნდა მიიღონ ტკბილეული, რადგან ტკბილის მიღება იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ამტომ დიეტოლოგები აცხადებენ, რომ საჭიროა ტკბილეულის ჩანაცვლება მჟავე ვაშლით მოხდეს.

დიეტოლოგები აცხადებენ, რომ 40 წლის შემდეგ ქალების საუზმე ბოსტნეულისა და ხილისგან უნდა შედგებოდეს. დღის განმავლობაში კი კვების რაციონში უჯრედებით მდიდარი საკვები. მაგალითად ჩაშუშული კომბოსტო და კეფირი.

ასევე დიეტოლოგები 40 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევენ, რომ კვების რაციონში შეიტანონ თევზი, თხილი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი. ამ ასაკში ქალების კვების რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული.

იმედინიუსი