3 შვილის დედა, რომელიც მეზობელმა დაჭრა, თბილისში გადმოჰყავთ

3 შვილის დედა, რომელიც მეზობელმა დაჭრა, თბილისში გადმოჰყავთთე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამბები.ჯი-მ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

შემ­თხვე­ვა 25 ივ­ნისს გვი­ან ღა­მით მოხ­და. 27 წლის ე.გ. მის­მა მე­ზო­ბელ­მა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ამბები.ჯი-ს უამ­ბეს, ქალს თა­ნა­სოფ­ლე­ლის ნას­რო­ლი ტყვია შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ თ.ბ-ს ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და და აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა, ქუ­ჩა­ში უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­ლა. ამ დროს ქუ­ჩა­ში ახალ­გაზ­რდა ქალი მი­დი­ო­და, რო­მელ­საც გულ-მკერ­დის არე­ში მოხ­ვდა ტყვია.

27 წლის ე.გ. სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა.

დაჭ­რი­ლი ქალი ამ­ჟა­მად თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 19-108 ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ამბები.ჯი