ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდებს შორის უერთიერთშელაპარაკებას, შემთხვევით შეესწერო გელა გერმანიშვილი, რომელმაც შეირაღებულ თანასოფლელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. ამ დროს მას თავში ესროლეს. დაჭრილი რეფერალურ სავადმყოფოში, მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 43 წლის მამაკაცს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ისინი მეოთხე შვილს ელოდებოდნენ.
გარდაცვლილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი თანასოფლელი გიორგი ბოტკოველი: ,,აი, დღეს ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში!! გელა გერმანიშვილი – უდიდესი ტრაგედია ჩვენი სოფლისთვის! რამდენიმე საათის წინ, იყალთოში, საკუთარ სოფელში მოკლეს უწესიერესი ადამიანი!!რა ვთქვა, არ ვიცი, ღმერთმა აცხონოს შენი სული, ძმაო”.
ამბები.ჯი