უბედური შემთხვევა გორში – ცოლ-ქმარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორში - ცოლ-ქმარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალაგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი მეზობლებმა გარდაცვლილები იპოვნეს. ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გარდაცვლილები პედაგოგები იყვნენ და ამავე სოფლის სკოლაში მუშაობდნენ.

როგორც ცნობილია, ისინი მარტო ცხოვრობდნენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ 240-ე  პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით და  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ავტორი მახო მიქელაძე, პრაიმტაიმი