თბილისის სკოლა ალბიონის 16 წლის მოსწავლე გოგონა ლაგოდეხში მდინარემ წაიღო – “ფეხი დაუცდა და ქვაში არის გაჭედილი”

თბილისის სკოლა ალბიონის 16 წლის მოსწავლე გოგონა ლაგოდეხში მდინარემ წაიღო - "ფეხი დაუცდა და ქვაში არის გაჭედილი"კახეთში, მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პროცესი ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად ლაგოდეხში მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

თბილისიდან, სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი, 16 წლის გოგონა „ნინოს-ხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
უკვე გამოიკითხნენ ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
პარალელურად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ “ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

“ფეხი დაუცდა და ქვაში არის გაჭედილი, მივდივართ, რომ ყველანაირად დავეხმაროთ და როგორმე ამოვიყვანოთ” – უთხრა რუსთავი 2- ს ადგილობრივმა მალხაზ შარიქაძემ.

კერძო სკოლა ალბიონი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლება.

თბილისის სკოლა ალბიონის 16 წლის მოსწავლე გოგონა ლაგოდეხში მდინარემ წაიღო - "ფეხი დაუცდა და ქვაში არის გაჭედილი"