,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს – თავდასხმა 16 წლის ბრალდებული დედის სოფელში

,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს - თავდასხმა 16 წლის ბრალდებული დედის სოფელში„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდიოდა და მათ ამ დროს თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ერთი პირი პოლიციაში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.

პრაიმტაიმი, ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე