პოლიციის საიდუმლო ფაილები ეკრანზე გავა – კამერებით ასახული შემზარავი ამბები

პოლიციის საიდუმლო ფაილები ეკრანზე გავა - კამერებით ასახული შემზარავი ამბებიქართულ ტელესივრცეში საერთაშორისო ლიცენზირებული პროექტი „პოლიციის ფაილები“ იწყება, რომელსაც Invastigation Discovery-ი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით მომზადდა.

საზოგადოება ნახავს ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებზე გამოძიების უცნობ დეტალებს. გაიგებს დანაშაულის შესახებ, რომელმაც საქართველო შეძრა. სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ კადრებს და გამოძიებით აღდგენილ წუთებს.

ერთ-ერთი საქმე ბარნოვზე მომხდარი შემზარავი მკვლელობაა.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 2018 წლის 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

მკვლელობაში ბრალდებული მეორე დღეს, 14 აპრილს დააკავეს.

ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ილაპარაკა.

„გადავწყვიტე, პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათიას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, – წერს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათია გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა შემდეგ გადაიფიქრა.

„რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა დედას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა სთხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა.თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, – აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძე დიდი ხნის წინ ძალოვან უწყებაში, კონკრეტულად კი დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა მისი მსახურება 2 წელიწადში ამოიწურა (1991-1992 წლები), შემდეგ კი ორჯერ გასამართლდა.

პირველ შემთხვევაში მას ბრალად დაუხმარებლობა ედებოდა. 2010 წელს ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შემდეგ კი უკვე გისოსებს მიღმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო მოხვდა. საქმეში დაზარალებული ბაქრაძის მეუღლე გახლდათ. თუმცა ის არ იყო ერთადერთი – ამ ბრალდების ფარგლებში კიდევ ერთი დაზარალებული არსეობობდა, რომელსაც ბაქრაძემ მანქანა განზრახ დააჯახა.

მოკლული 25 წლის გოგოს მამინაცვალმა, მორიგ მკვლელობამდე სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს კალენდარულად დატოვა, ანუ მაშინ, როდესაც სასჯელის ვადა ამოეწურა.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი