,,მუხრუჭის გამოყენება ვერ მოასწრო და შეასკდა” – ფონიჭალაში ქალი დაიღუპა

,,მუხრუჭის გამოყენება ვერ მოასწრო და შეასკდა" - ფონიჭალაში ქალი დაიღუპაცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით სარგებლობდა, ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

-დიდი სიჩქარით მიდიოდა, მუხრუჭის გამოყენება ვერ მოასწრო მძღოლმა და ეგრევე შეასკდა. სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა ქალი, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

დიანიუსი