,,მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა” – ვინ იყო მუშა, რომელიც მე-15 სართულიდან გადავარდა

,,მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა" - ვინ იყო მუშა, რომელიც მე-15 სართულიდან გადავარდათბილისში, კოსტავას 75 ნომერში სამშენებლო ობიექტზე მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ის გიორგი მჭედლიძეა, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ ღორაშედან იყო.
-ფინანსურად უჭირდათ. ცხონებული წლების განმავლობაში სულ მშენებლობაზე მუშაობდა. მშობლები აღარ ჰყავს, ისინი სოფელში არიან დაკრძალულები. ჰყავს ორი ძმა, ერთ-ერთს მეტყველების პრობლემა აქვს. ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება, -ამბობს ოჯახის ახლობელი.