,,მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს, სიკვდილიც ჯერ მე მეწვევა, მე ასე მინდა” – რას წერდა ავარიაში დაღუპული ექიმი არჩილ კვაჭაძე ქორწილის წინ თავის ცოლს

,,მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს, სიკვდილიც ჯერ მე მეწვევა, მე ასე მინდა" - რას წერდა ავარიაში დაღუპული ექიმი არჩილ კვაჭაძე ქორწილის წინ თავის ცოლსდღეს სუფსაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის არიან ძმები – 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები. ასევე გიორგი როყვას 20 წლის მეუღლე, ძმები როყვების დეიდაშვილი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. არჩილი დღედღეზე ტყუპი ბიჭების მამა უნდა გამხდარიყო.

არჩილმა ქორწილის წინა დღეს  ორსულ მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართა და ფეისბუქში დაწერა:

,,ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია. ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა, შენ მიწილადე წყალი მწყურვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე.

ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი, ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ჰოდა, სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდევ, გულო, უპირველესად დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული, დედაა ჩემი და თუ არა დედას, სხვას ვის გავუზიარო ჩემი ბედნირება?”.

არჩილს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ სამი ვაჟი მარტომ გაზარდა. ,,სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები – ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა”, – ამბობს არჩილის ახლობელი.