ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა და პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩნდა. შოუში მან ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლი შეასრულა.
სიუჟეტის მიხედვით, ბაქარი დადუკა დადვანს ლეკას ფოტოს დაბეჭდვას სთხოვს ჟურნალის გარეკანზე, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას სთავაზობს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ სერიაში გამოჩნდება მაკა ჩიჩუა.
ყოფილი პირველი ლედი გადაღებულია ფილმებში: “გაიღიმეთ,” “დღე,” “ტრასა”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” და “აღდგომის ბატკანი”.
“ჩცდ”-ს “ფეისბუქ-გვერდზე მაკა ჩიჩუას სერიალში გამოჩენას აქტიური დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
“მგონი ყველა შეთანხმდება, რომ დები დადვანები უფრო აზრზე მოსული გოგოები ჩანან, ვიდრე გაფილოსოფოსებული, თავცარიელი ჩიკა და მისი უარესად ჩერჩეტა დაქალობა”.
“მაკა რა კარგიაა!!!
ვამაყობ რომ ეს ქალი ჩვენი პირველი ლედი იყო… როგორი დახვეწილია, როგორი ქალური… ნუ მსახიობიც რომ მაგარია ვიცით…”
“სერსეი ლანისტერს გავს ჩვენი ყოფილი ლედი😊”
“ისე პრეზიდენტი რაც აღარაა მარგველაშვილი მას მერე კარტოფილი კატასტროფულად გაძვირდა და ეტყობა უჭირს ოჯახს თავის რჩენა და აძვირებს 😂😂😂 აგერ მაკა როლს დათანხმდა შემოსავალიაო😁😁”
“მაკას პერანგისთვის უთო მაინც გაგესვათ😁😁🧐”. – წერენ ფეისბუქში.