ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლა ალბიონის მე-11 კლასელი სოფია ნიკოლეიშვილი დაიღუპა – დირექტორი ტრაგედიის დეტალებს ყვება

ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლა ალბიონის მე-11 კლასელი სოფია ნიკოლეიშვილი დაიღუპა - დირექტორი ტრაგედიის დეტალებს ყვებასკოლა „ალბიონში“ გლოვაა გამოცხადებული – 16 წლის სოფია ნიკოლეიშვილი, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, სწორედ ამ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.

როგორც სკოლის დირექტორი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა და მაშველების მისვლამდე მისი გადარჩენა სკოლის მასწავლებელმა სცადა, თუმცა მდინარე იმდენად ძლიერად მოედინებოდა, რომ მასწავლებელი ქვებს მიაჯახა.

„გვაქვს მითითება განათლების სამინისტროდან, სადაც წერია, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, ანუ ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი აქვე დავძენ,რომ ეს ტრანსპორტი სკოლისაა და მას ერთი თვით ადრე გავატარეთ ტექდათვალიერება. უნდა ჰქონდეს ბავშვების აღმნიშვნელი ნიშანი და ექიმი. მე გავაყოლე ფიზკულტურის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი და ექიმი. 17 მოსწავლე იყო სულ, რომ შეუდგნენ აღმართს სადაც მდინარე ჩამოდის, ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი იშოვა, მოიბა წელზე და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ ამოეწიათ უკან,“-ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, საავადმყოფოშია გადაყვანილი კლასის დამრიგებელი, სოფია ნიკოლეიშვილის კლასელები კი დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ.

რუსთავი 2