ჯანო იზორია ცოლს გაშორდა და გვანცა ბადურაშვილზე დაქორწინდა

ჯანო იზორია ცოლს გაშორდა და გვანცა ბადურაშვილზე დაქორწინდაფოთელმა მსახიობმა ჯანო იზორიამ, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, ცოლს გაშორდა და ცოლად მოიყვანა გვანცა ბადურაშვილი, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ამის შესახებ ის ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

– სამწუხაროდ, პირველი ქორწინება დასრულდა, თუმცა ნორმალური ურთიერთობით. ახლახან მეორედ გავბედნიერდი. ჩემი რჩეული, გვანცა ბადურაშვილი, საკრებულოში მუშაობს. პირველი ქორწინებიდან მყავს არაჩვეულებრივი ევა-გაბრიელა, რომელიც ჩემი სიცოცხლე და სუნთქვაა…
შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ მთავარია ღირსება. სახელის გარდა, შვილებს არაფერს დავუტოვებთ. დღესაც ბებია-ბაბუის სახელს რომ მიხსენებენ და მათ ღირსებებზე მესაუბრებიან, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია…, – ყვება ის ,,კვირის პალიტრასთან”.

2 წლის წინ ჯანო იზორია ჟურნალ ,,სარკესთან” თავის ოჯახურ იდილიაზე, მეუღლეზე, მსახიობ ნინი გოშაძესა და თავიანთ შვილზე საუბრობდა:

-ბანკში სესხი თუ დამიმტკიცეს, მეორე შვილის გაჩენასაც გავბედავ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩემი მეუღლე მსახიობი ნინი გოშაძე გახლავთ. ვზრდით ევას, თუმცა ხან დედა არ ჰყავს ბავშვს გვერდით, ხან – მამა. ნინიც ფოთის თეატრში თამაშობს, ფაქტობრივად ნინის დედამ გაზარდა ევა (განაგრძეთ კითხვა)…

დატოვეთ თქვენი კომენტარი