ირმა ბელქანიამ შეიფარა დავით მდინარაძე, რომელიც ნეაპოლის აეროპორტში ათევდა ღამეს

ირმა ბელქანიამ შეიფარა დავით მდინარაძე, რომელიც ნეაპოლის აეროპორტში ათევდა ღამესგუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ნეაპოლის აეროპორტში ათევდა ღამეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა.

ამის შესახებ ფეისბუქში ნინი სარაულმა დაწერა:

“გუშინ Naili Kirkitadze დიდი გულისტკივილით გვაცნობა ნაპოლის ემიგრანტებს და არამარტო ჩვენ ქართველი კაცის დავით მდინარაძის გასაჭირი….რომელიც ნაპოლის აეროპორტში ათევდა ღამეს…

უამრავი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს,კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა რომ გასაჭირში ვიცით გვერდში დგომა და მოძმის ტკივილის გათავისება…მადლობა ყველას ამისთვის…მაგრამ სიტყვა ერთია, საქმე კი მეორე და ეს საქმე ისევ და ისევ ქალბატონმა ირმა ბელქანიამ მოაგვარა…

ყოველთვის ეპიცენტრშია,ყოველთვის იქაა სადაც მოძმეს უჭირს და უანგაროდ,დიდი სიყვარულით უწვდის დახმარების ხელს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს..

.ეს საოცარი ქალბატონი დაუღალავად დგას ჩვენ გვერდით,გვამხნევებს იმედს გვაძლევს და მაგალითია ყველა ჩვენთაგანისთვის ირმა ვერ ვითვლი შენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს…თუმცა სიკეთეს არ უნდა თვლა და ანგარიში…ამას უფალი ხედავს და ასწილ დაგიბრუნებს ამ სიკეთეს უკან ჩემო კარგო მეგობარო 

არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც რომ,ერთი წლის უკან სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი(მეც არ დამხვდა ის ადამიანი აეროპორტში ვის იმედადაც ჩამოვედი აქ ნაპოლში და რომ არა ირმა ბელქანია მეც მომიწევდა აეროპორტში ღამისთევა)უღრმესი მადლობა ამისთვის ირმა…
და ბოლოს ადამიანი რომელიც საჭიროებდა დახმარებას ბატონი დ.მ. დღეს ირმა ბელქანიას ბინაშია..საიმედო ხელშია და თავს უსაფრთხოთ გრძნობს…ირმამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ უნდა აკეთო სიკეთე ამ უცხო მიწაზე,როგორები უნდა ვიყოთ რომ გავძლიერდეთ და ერთმანეთის გვერდში დგომით წინ წავიდეთ…

ქართული ემიგრაციის სახელით დიდ მადლობას გიხდი ირმა ბელქანია..იხარე იბედნიერე ჩვენ საიმედოდ დღეს ეს ფოტო მე გადავიღე რომ დარწმუნდეთ ბატონი.დ.მ. თავს კარგად გრძნობს/”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019