ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს – ,,მას სხვა ოჯახებიდანაც აქვს ნივთები აღებული”

ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს - ,,მას სხვა ოჯახებიდანაც აქვს ნივთები აღებული",,მის სა­ქარ­თვე­ლო 2003″-ის, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 45 წლამ­დე ქალი, რო­მე­ლიც მო­დე­ლის სახ­ლში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ირი­ნა ონაშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

თუმ­ცა მის­თვის უც­ნო­ბია, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლი.

-ვიცი, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ორთვი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თლებ­რი­ვად რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სი, ზუს­ტად არ ვიცი. სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ შე­თან­ხმდე­ბი­ან, არც ამა­ში ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რა­ღაც პრო­ცე­სი კი­დევ არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, – აცხა­დებს ონაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­მა სხვა ოჯა­ხე­ბი­და­ნაც მი­ით­ვი­სა გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი.

-დიახ, ასე ვიცი, რომ სხვა ოჯა­ხე­ბი­და­ნაც რა­ღაც ნივ­თე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი. ამას თვი­თო­ნაც აღი­ა­რებს. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი და ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ მინ­და, შევ­ცდე. ჩემი ნივ­თე­ბი ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, რად­გან პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მი­ჭირს და მო­ვე­რი­დე­ბი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას. რე­ა­ლუ­რად, თუ და­ნა­შა­ულს ჩა­დის ვინ­მე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნოს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­და­წყვი­ტონ, – აცხა­დებს ონაშ­ვი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე.

რო­გორც ონაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ფაქ­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გვი­ან მი­მარ­თა. ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი 20 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

ინტერპრესნიუსი