გლდანში მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბავშვი გადარჩა

გლდანში მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბავშვი გადარჩა„მე თვითონ გადმოვფრინდი“, – ასე უთხრა 4 წლის ბიჭმა მის დასახმარებლად მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ბავშვი მერვე სართულიდან გადახტა.

ამბავი რამდენიმე დღის წინ გლდანში მოხდა. ბავშვთან ერთად სახლში ბებია იმყოფებოდა. მას შვილიშვილი ოთახში ეგულებოდა, როდესაც მეზობელმა კარზე დააკაკუნა და  მომხდარის შესახებ აცნობა.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობლებმა უამბეს და ისიც დასძინეს, რომ ბავშვს შემთხვევის დროს სპაიდერმენის ფორმა ეცვა. ის ჯერ მოზობლის ხეივანზე დაეცა და შემდეგ მიწაზე.

-ძალიან ყურადღებიანი ბებია ჰყავს. ქალი გონს ჯერაც ვერ მოდის ამ ამბის შემდეგ. აივნის კარი დაკეტილი ჰქონდა. ბავშვი ფანჯრიდან არის გადამხტარი, – ამბობენ მეზობლები.

ისინი ვარაუდობენ, რომ ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა.

ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვმა თვითონ უთხრა საკუთარი სახელი და გვარი. მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

112-ში „პრაიმტაიმს“ მომხდარი ინციდენტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

პრაიმტაიმი