გემრიელი დიეტური წვნიანი

გემრიელი დიეტური წვნიანიაღდგომის დღეებში განტვირთვა არავის გვაწყენს. ამიტომ გთავაზობთ გემრიელ დიეტურ წვნიანს.

შემადგენლობა

1.5-2 ლ წყალი

300 გ ქათმის ფილე

300 გრ ბროკოლი

1 ძირი ნიახური

1 სტაფილო

1 ხახვი

1 ს/კ. გახეხილი კოჭა

2 ს/კ.მცენარეული ზეთი

ახალი მწვანილი

მარილი გემოვნებით

მომზადება

ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მარილიან წყალში მოხარშეთ.

გარეცხეთ ბოსტნეული, გაასუფთავეთ, სტაფილო გახეხეთ, ხახვი ალყა-ალყა დაჭერით, ნიახური დაჭერით წვრილად.

მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ ბოსტნეული და ადუღეთ 10-15 წუთი, სანამ ნიახური არ დარბილდება, დაამატეთ ზეთი და ბროკოლი, როცა წამოდუღდება დაამატეთ მწვანილი, კოჭა და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ თავდახურული 10 წუთი.

აუცილებლად წვნიანი მოამზადეთ დილით, მეორე დღის წვნიანი კარგავს კვებით ღირებულებებს.

პოპცუგარ.ჯი