გაუპატიურების მცდელობა რუსთავში – ქალი პარკის დაცვამ გადაარჩინა

გაუპატიურების მცდელობა რუსთავში - ქალი პარკის დაცვამ გადაარჩინასექსუალური ძალადობის მცდელობა რუსთავში. ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა.

ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ქალი კი, რომელსაც სახისა და ხელის არეში მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ქალბატონმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, თუმცა საქართველოს ,,პირველი არხის” ჟურნალისტთან პირად საუბარში განაცხადა, რომ უცნობი მამაკაცი თავს მოულოდნელად დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
,,პირველი არხი”, ავტორი რუსუდან ლოლაძე 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019