თბილისში 15 აპრილს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ბიჭი იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი 16 წლის ნიკა ჯორჯაძე ადგილზე დაიღუპა. 16 წლის ბექა (ბიკი) ჭიღიტაშვილი კი მას შემდეგ კომაში იყო. სამწუხაროდ, დღეს ისიც გარდაიცვალა.
ამის შესახებ ნიკა ჯორჯაძის დედა, ,,აგროჰაბის” მარკეტინგის მენეჯერი, სალომე გველესიანი წერს. მან ფეისბუქში გარდაცვლილი ბიჭების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:
,,ეს რა სისულელეს შეეწირეთ. თქვენ მოგიკვდით მე”.