თბილისში მომხდარი ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლილი ახალგაზრდა 16 წლის ნიკა ჯორჯაძეა. იგი ,,აგროჰაბის” მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ფეისბუქში ინფორმაციას ავრცელებს მევლუდ მელაძის მეგობარი გიგი ტუღუში:
,,სალომე გველესიანს და მევლუდ მელაძეს ტრაგიკულად დაეღუპათ შვილი ნიკუშა. პანაშვიდი: 16 და17 აპრილს, ანტონოვსკაიას 35გ (ვაჟა-ფშაველას 38-ის არკიდან).გამოსვენება 18 აპრილს საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან 14:00-ზე”.
პოსტის კომენტარებში ტუღუში საზარელი ავარიის შესახებაც წერს:
“14-15 წლის 4 ახალგაზრდა მოწყდა 200 კმ/სთ-ით… ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა, მეორე უკან მჯდომი მე-3 სტადიის კომაშია და მძღოლს არაფერი სჭირს”.
ამბები.ჯი