ბადიაურში 24 წლის ბიჭს წყალში დენმა დაარტყა

24 წლის ბიჭს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, თევზაობის დროს წყალში დენმა დაარტყა და დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი