ანტიბიოტიკები კუჭსა და ნაწლავებში ნამდვილ სასაკლაოს აწყობენ – როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი

ანტიბიოტიკები კუჭსა და ნაწლავებში ნამდვილ სასაკლაოს აწყობენ - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმიყაბზობა, დიარეა, რძიანა, მძიმე შემთხვევებში თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობის დარღვევები – ასეთია ანტიბიოტიკებით მკურნალობის საფასური. სანამ აქტიური ნივთიერებები დანიშნულების ადგილზე, მაგალითად, ფიტვებში მოხვდება, ანტიბიოტიკები კუჭსა და ნაწლავებს გაივლიან, სადაც ნამდვილ სასაკლაოს აწყობენ. ისინი თავს ესხმიან არამხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიების მთელ კოლონას. ბევრი მათგანი იღუპება, ხოლო მათ ადგილას ანტიბიოტიკების ზემოქმედების მიმართ უფრო გამძლე “ბინადარნი” მოდიან. შედეგი: დისბაქტერიოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, ძალის გამოლევა და სხვა გვერდითი ეფექტები.

ორგანიზმის გასუფთავება

პირველი ნაბიჯი. ანტიბიოტიკებით დასუსტებული ორგანიზმის აღდგენა ორ ეტაპად ხდება.

პირველი – გაწმენდა

საუზმის წინ 1 ჭიქა წყალი დალიეთ, რომელშიც გაზავებული იქნება 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს არამხოლოდ წყლის ბალანსს აღადგენს, არამედ წამლების ნარჩენებს ორგანიზმიდან გამორეცხავს.

თუ ყაბზობა არ გაქვთ, გასასუფთავებლად გამოდგება სელის თესლები. 1-2 ჩაის კოვზი ყავის საფქვავში დაფქვით და კეფირს ან ფაფას დაუმატეთ. სელის თესლები ორგანიზმს შლაკებისგან ასუფთავებს და ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს.

ნაწლავების გასაწმენდად შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი ნარევი: ხორცსაკეპ მანქანაში თანაბარი რაოდენობით გოგრისა და მზესუმზირის თესლი და ნიგოზი გაატარეთ. მიღებული ნარევი წყალში გახსენით (2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე) და დღეში 2-ჯერ, 10 დღის განმავლობაში მიიღეთ.

მეორე – ორგანოების ნორმალური მუშაობა

პირველ რიგში, დახმარება ესაჭიროება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ღვიძლს. ნაწლავების იმუნიტეტს ამაღლებს და სასარგებლო მიკროფლორას კვებავს პრებიოტიკები. მათ მიეკუთვნება: ნიორი, თაფლი, ვარდკაჭაჭა, მიწავაშლა.

რაციონში ჩართეთ მჟავე კენკრა: ასკილი, ხურტკმელი, შტოში. ასკილის ნაყენი შეგიძლიათ თერმოსში მოამზადოთ და ლიმონის ნაჭერი დაუმატოთ. ნარევი მთელი დღის განმავლობაში ყავისა და ჩაის მაგივრად მიიღეთ. იმუნიტეტისთვის ყველაზე სასარგებლოა ქაცვი. დღეში შეგიძლიათ 3 ჭიქამდე ქაცვის მორსი ან გაზავებული წვენი დალიოთ.

ღვიძლის მუშაობას ეხმარება 4 ბალახის – კრაზანას, არყის ხის კვირტების, გვირილისა და ნეგოს ნაყენი. ბალახები თანაბარი რაოდენობით აურიეთ, 1 სუფრის კოვზი თერმოსში ჩაუშვით და 2 ჭიქა მდუღარე დაასხით. ნახევარი საათის შემდეგ გაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. გამოყენების წინ შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატოთ.

ნაყენი, რომელიც ფეხზე დაგაყენებთ

შვრიისა და რძის ნახარშს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება აქვს.

1 ჭიქა შვრიას 1 ლიტრი წყალი დაასხით და მანამ ხარშეთ, სანამ წყლის მოცულობა მესამედით არ შემცირდება. შემდეგ სასმელი გააგრილეთ, სანახევროდ თხის რძე შეურიეთ და მაცივარში შეინახეთ. დღის განმავლობაში 2-3 ჭიქა უნდა დალიოთ.

შენიშვნა: ანიტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს. მაშასადამე, გრიპისა და გაციების დროს უძლურია.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ