,,100 ფოთოლი” – პიკანტური ლიქიორის საიდუმლო რეცეპტი

,,100 ფოთოლი" - პიკანტური ლიქიორის საიდუმლო რეცეპტიშავი მოცხარის კენკრით, ჟოლოს, მოცხარის და ალუბლის ფოთლებით იშვიათი არომატის დელიკატური სასმელის მომზადება შეიძლება.

არაჩვეულებრივი გემოვნების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე სასარგებლო თვისების გამო: მას შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა, გააძლიეროს იმუნური სისტემა, გაწმინდოს სხეული ტოქსინებისგან.

სასმელი ,,100 ფოთოლი” (რეალურად 99) შეგიძლიათ ყველაზე პრეტენზიულ გურმანებსაც მიართვათ. სასიამოვნოა იმის მოსმენა, როგორ ცდილობენ ინგრედიენტების გამოცნობას, რომელიც დღემდე ვერავინ შესძლო.

ინგრედიენტები

33 ფოთოლი შავი მოცხარი

33 ფოთოლი ალუბალი

33 ფოთოლი ჟოლო

1 ჭიქა შავი მოცხარის კენკრა

1 ჭიქა შაქარი

0.5 ლ არაყი

1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

კარგად გარეცხეთ ფოთლები და მოათავსეთ ქვაბში.

დაასხით 800 მლ წყალი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი.

გაწურეთ ნახარში და კენკრა, კოვზით დააწექით, რომ წვენი კარგად გამოიწუროს. ფოთლები და კენკრა შეგიძლიათ გადაყაროთ.

სითხეს დააყარეთ შაქარი და ლიმონმჟავა, შეათბეთ, რომ შაქარი გაიხსნას.

გაგრილებულ სითხეში ჩაასხით არაყი.

გაწურეთ სასმელი მარლის რამდენიმე ფენაში. ეს ხელს შეუშლის ნალექის წარმოქმნას და სასმელს არა მხოლოდ გემრიელს, არამედ უფრო მიმზიდველსაც გახდის.

საოცარი ლალისფერი ლიქიორი ალუბლის არომატით და გემოთი მზად არის!

პოპსუგარ.ჯი