თბილისში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა

თბილისში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახათბილისში, კრწანისის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა არ დაუჭირა. შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი დაჯარიმებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრაიმტაიმი