რა დაწერა დედაზე 15 წლის შაკომ თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე

რა დაწერა დედაზე 15 წლის შაკომ თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე„….დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს, რასაც ოჯახი ჰქვია. შიგნით სიცარიელეა, იატაკზე აგდია მისი მკლავმოგლეჯილი დათუნია, რომელიც სიმბოლოა მისი წართმეული და დასახიჩრებული ბავშვობის… არც ერთი ომი ამ ქვეყნად არ არის გამართლებული, ომში გამარჯვებული ერთი მხარეა, მოგებული კი არც ერთი…”,- წერდა ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებაში 15 წლის მარტვილელი შაკო ნაჭყებია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა.  შაკოს თემას ,,მოგზაურობა აფრიკაში”  ,,პრაიმტაიმი” აქვეყნებს.

რა დაწერა დედაზე 15 წლის შაკომ თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრემე-9 კლასელი მოსწავლის დამრიგებელი ხათუნა ფირცხალავა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ შაკო ნაჭყებია კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო.

-მისი სხარტი გონება 10 ბავშვის ტვინს უდრიდა, გარდაცვალებამდე დაწერა ამ ნაწარმოების შემაჯამებელი ფაბულა. ის, რაც მას სტკიოდა და აწუხებდა… იგი სკოლის გარდა ფიზიკურადაც მუშაობდა, – თქვა კლასის დამრიგებელმა.

მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს დღეს დაკრძალავენ. იგი მამასა და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლები უყვებიან, დედამ ჩვილი ბავშვები დატოვა და მას შემდეგ არავის უნახავს. მათივე ინფორმაციით, დედა აფხაზეთში ცხოვრობს.

ავტორი თეა შონია, პრაიმტაიმი