ნინა წკრიალაშვილი: ,,გიორგი შელეგია შვილის გაჩენას მთხოვდა”

ნინა წკრიალაშვილი: ,,გიორგი შელეგია შვილის გაჩენას მთხოვდა"მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია“.

წკრიალაშვილმა ვრცლად მოყვა შელეგიასთან რომანის დეტალები. ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სთხოვდა 20 წლით უფროსი პარტნიორი შვილის გაჩენას. „ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა. ჩვენი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ქალმა გაუჩინა შვილი. ჩემთან თავი იმართლა – „გამიჩალიჩესო“. მერე ჩავთვალე, რომ გულწრფელად ნანობდა ამ ყველაფერს და ვაპატიე. მაგრამ ისევ ტყუილებში გამხვია“, – გადაცემაში ყვებოდა ნინა.

მომღერალმა მადლობა გადაუხადა კიბერდანაშაულის დეპარტამენტს, რომელმაც თვითონ აღძრა საქმე. ნინამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ემუქრება და მისმა მეგობარმა უთხრა კიდეც, სიურპრიზებს ელოდეო. „აქვე ვიტყვი, თუ რამე დამემართება, იცოდეთ, ვისი ბრალია. არ მეშინია, ვარ 1000 პროცენტით მართალი. მან არა მხოლოდ ამ ვიდეოს გავრცელებით, მანამდეც დაარღვია ჩემი უფლებები“ – თქვა წკრიალაშვილმა შოუში.

ნინას „პრაიმტაიმმა“ გავრცელებულ ჭორზე ჰკითხა.

– ნინა, ამბობენ, რომ შენ გიორგი შელეგიას ზურგს უკან დასცინოდი, მან ეს გაიგო და უკან წაგართვა ყველა ნაჩუქარი ნივთი.

– რა სისულელეა. ტიპს იმხელა პატივს ვცემდი, ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა… მიღალატა, ბავშვი გააჩენინა სხვას, ვაპატიე ერთხელ, მერე კიდევ უფრო გამბერა ტყუილებით. დასაცინი მამენტ იყო, მაგრამ არ დამიცინია. მეუბნებოდნენ, იმიტომ ხარ მასთან, მდიდარიაო, მე კიდევ ყველას ვპასუხობდი, რომ პირველად ვარ ბედნიერი და გვერდით მყავს ნამდვილი კაცი-მეთქი  (გადადით ბმულზე).