ნინა წკრიალაშვილი: ,,თვითმკვლელობას ვაპირებდი” – ის გიორგი შელეგიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს

ნინა წკრიალაშვილი: ,,თვითმკვლელობას ვაპირებდი" - ის გიორგი შელეგიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს,,რუს­თა­ვი 2″-ის გა­და­ცე­მა ,,ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის” ეთერ­ში მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა  პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა ხმა­მაღ­ლა და ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა და და­ა­სა­ხე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნი­ნას თქმით, ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს გა­ი­გო, როცა პირ­ველ იან­ვარს მის ტე­ლე­ფონ­ზე უც­ნა­უ­რი ზა­რე­ბი შე­მო­დი­ო­და და ყვე­ლა მის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­ნინა წკრიალაშვილი: ,,თვითმკვლელობას ვაპირებდი" - ის გიორგი შელეგიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებსთხუ­ლობ­და.

-მარ­თლა რა არ გა­და­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ამ დროს ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი, გიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­გორ გაგ­წი­რეს, არ გინ­და იცო­ცხლო, ან გინ­და მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ მო­მეკ­ლა, საქ­ვეყ­ნოდ მინ­დო­და, და­მე­ჯიჯგნა… რა უნდა მე­ფიქ­რა?

ადა­მი­ა­ნი რომ გი­მე­ტებს ისე, რომ ახალ წელს მე­სენ­ჯერ­ში ვირუ­სის სა­ხით მის­დის ეს 10 000 ადა­მი­ანს და ისი­ნი გა­და­უგ­ზავ­ნიდ­ნენ თა­ვის მე­გობ­რებს…
თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­შიც გა­მი­მარ­თლა, მყავს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შვი­ლი! ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მიშა გა­სი­ტაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა სტამ­ბოლ­ში, ფე­ხით რომ მევ­ლო ბევ­რი… ჩემს შვილს ვუ­თხა­რი: სან­დრო, რა­ღაც პრობ­ლე­მა მაქვს და ვერ გავ­ჩერ­დი მან­დ-მეთ­ქი. და ბავ­შვი მე­უბ­ნე­ბა – ,,რაზე მე­უბ­ნე­ბი, იმ ვი­დე­ო­ზე? კი, ვიცი… მე ვიცი, ვინც გა­გი­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი და თუ ამ­დე­ნი იმი­ტომ იწ­ვა­ლე, რომ ამის გამო მოკ­ვდე, ასე­თი სუს­ტი ადა­მი­ა­ნი არ მგო­ნი­ხა­რო”.

მა­მას­თან არ მი­სა­უბ­რია ამა­ზე, მაგ­რამ დე­დას და ჩემს დას რომ ვუ­თხა­რი, მათი რე­აქ­ცია იყო: ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ასე­თე­ბი გა­და­გი­ტა­ნია? ჰო, სიკ­ვდი­ლი გა­და­მი­ტა­ნია, მი­ტო­ვე­ბა და დამ­ცი­რე­ბა გა­და­მი­ტა­ნია, ძა­ლა­დო­ბა გა­და­მი­ტა­ნია, ,,პა­ხა­ო­ბა”, შიმ­ში­ლი… მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა – არა. თვით­მკვლე­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი, ყო­ველ­დღე მინ­დო­და, მოვმკვდა­რი­ყა­ვი… ორი ვა­რი­ან­ტი გაქვს: ან უნდა ადგე და გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ან უნდა მოკ­ვდე. იცი, რო­გორ გა­მო­ვე­დი კიდე? მე და ზა­ლი­კო წა­ვე­დით ბერ­ლინ­ში, გა­ვერ­თეთ, ბევ­რი დავ­ლი­ეთ და ბევ­რი ვი­ა­რეთ…

რო­გო­რია შენს სა­ხელს რომ და­გუ­გ­ლავ და ,,პორ­ნ­ჰაბ­ზე” ამო­გიგ­დებს ვი­დე­ოს? ეს ხდე­ბო­და თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში… გა­მოკ­ვე­თი­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის IP მი­სა­მარ­თი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და­ის­ჯე­ბა… ზუს­ტად ვიცი, ვინც არის შემ­კვე­თი… მე ძა­ლი­ან ვრის­კავ, ამას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღა­ცე­­ბი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ არ მე­ში­ნია! ეს ადა­მი­ა­ნი მე­მუქ­რე­ბა და ბევ­რმა მი­თხრა, რომ დღეს თუ არა, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში სი­ურპრი­ზებს ელო­დე…

ამ ადა­მი­ან­თან ვარ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი, ჩემი უფ­ლე­ბე­ბი არამ­ხო­ლოდ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბით და­არ­ღვია, მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს. ეს ადა­მი­ა­ნი არის – გი­ორ­გი შე­ლე­გია, იგი­ვე ,,ძაძა”. ამ ადა­მი­ან­თან მე მქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ­ზე დი­დად უფ­რო­სია და ძა­ლი­ან სკან­და­ლუ­რად და­ვას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მისი ტყუ­ი­ლე­ბის გამო (გადაცემის ჩანაწერი იხილეთ ქვმოთ).

''ფარული კონვერტი'' – ნინა წკრიალაშვილი

''ფარული კონვერტი'' – ნინა წკრიალაშვილი

Gepostet von ფარული კონვერტი am Montag, 15. April 2019