საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს, ავტომრბოლელ მევლუდ მელაძეს და სალომე გველესიანს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. მათი 16 წლის ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა. მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას”, – წერს მევლუდ მელაძე.

