,,მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა” – ქართველი ემიგრანტები მამა არჩილის ქალიშვილს გლოვობენ

,,მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა" - ქართველი ემიგრანტები მამა არჩილის ქალიშვილს გლოვობენსაფ­რან­გე­თის ქარ­თვე­ლი ემიგ­რა­ცია 30 წლის ბარ­ბა­რა დავ­რი­შაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამბობენ, ბარ­ბა­რა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქა­ლაქ მა­ი­ა­მი­ში ძმას­თან ჩა­ვი­და და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას გარ­დაც­ვლი­ლი ძმამ და რძალ­მა სა­ძი­ნე­ბელ­ში ნა­ხეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს ელო­დე­ბი­ან.

ბარ­ბა­რა საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, მამა არ­ჩილ დავ­რი­შაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით, საფ­რან­გე­თის ტაძ­რის მრევ­ლი, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, მამა არ­ჩილს უსამ­ძიმ­რე­ბენ ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ას. ბარ­ბა­რეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მან ბარ­ბა­რეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და მი­ა­წე­რა: ,,რა სი­სას­ტი­კეს იჩენს ხოლ­მე ცხოვ­რე­ბა, რა უკუღ­მარ­თია ხოლ­მე ბედი ან რა­ტომ უნდა ასე უდ­რო­ოდ ბარ­ბა­რას ღი­მი­ლი გაქ­რეს”.

მამა არ­ჩილს და მის ოჯახს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. რო­გორც საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა კვირის პალიტრა.ჯი-ს უთხრა, საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის აშე­ნე­ბუ­ლია და სწო­რედ იმ ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი გახ­ლავთ მამა არ­ჩი­ლი. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლებს ამ ოჯახ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებთ. მამა არ­ჩი­ლის ვაჟი, ვახ­ტან­გი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლია.

– ვინც ერთხელ მა­ინც შეხ­ვედ­რია ბარ­ბა­რას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გული არ სტკი­ო­დეს. სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო იყო. ყვე­ლა­ნი ვიც­ნობ­დით მას, ვინც ტა­ძარ­ში დავ­დი­ო­დით. ყვე­ლას გვტკი­ვა გული მისი ასე­თი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლით. ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, მამა არ­ჩი­ლი საფ­რან­გე­თი­დან მიფ­რი­ნავს მა­ი­ა­მი­ში და ალ­ბათ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი.

ბარ­ბა­რას ძმა ვახ­ტან­გი მა­ი­ა­მი­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლეც იქა­უ­რი ჰყავს. ბარ­ბა­რა ხში­რად და­დი­ო­და ძმას­თან. სა­ო­ცა­რი და-ძმო­ბა ჰქონ­დათ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ჩა­ვი­და და იქვე დარ­ჩა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და აწყო­ბი­ლი – არო­მა­თე­რა­პი­ის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. დი­ლით რომ არ გა­მო­სუ­ლა ოთა­ხი­დან, შე­სუ­ლან მის სა­ძი­ნე­ბელ­ში და ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სას­წრა­ფო გა­მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს.

10 აპ­რილს, საფ­რან­გეთ­ში, ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი ცხედ­რის გა­რე­შე გა­და­უ­ხა­და შვილს მამა არ­ჩილ­მა. ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ამას შეძ­ლებ­და. სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის მო­ძღვრე­ბიც იყ­ვნენ მო­სუ­ლი, მა­მამ და­ი­წყო შვი­ლის­თვის პა­ნაშ­ვი­დის გა­დახ­და, მაგ­რამ ვერ გა­უძ­ლო, ატირ­და… მერე სხვა მო­ძღვრებ­მა გა­ნაგ­რძეს. სავ­სე იყო ეკ­ლე­სია, ტევა არ იყო, ყვე­ლა ტი­რო­და…

კვირის პალიტრა,,მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა" - ქართველი ემიგრანტები მამა არჩილის ქალიშვილს გლოვობენ