ოთო ნემსაძის ,,ევროვიზია 2019”-ის საკონკურსო ვიდეორგოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ კლიპი ძალიან ემოციურია და ოთო გამარჯვებული ჩამოვა ისრაელიდან, სადაც წელს ,,ევროვიზია” ტარდება.
,,ემოციური კლიპია და სიმღერა. შეიძლება არ მოეწონოს ევროპას, რომ მათ მყუდროებას დავურღვევთ და ცეკვა-სიმღერას ,,ჩავუშლით” ამ სიმღერით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეიგრძნონ ჩვენი ტკივილი, თუ მათი ოჯახის წევრად გვთვლიან. ზოგჯერ მხოლოდ მოგება არ არის თვითმიზანი”, ,,ვფიქრობ, ოთო გამარჯვებას ჩამოიტანს”, ,,საინტერესო პროგრესი გვაქვს – ,,მშვიდობა მოვა”, ,,შეინარჩუნე რწმენა” და ახლა ,,სულ წინ იარე… “. როდის ამოვწურავთ ამ თემატიკას”, – წერენ სოციალურ ქსელში.
კომპოზიტორი რომა გიორგაძე, ტექსტი – დიანა გიორგაძე. საკონკურსო ვიდეორგოლის რჟისორია გიორგი ებრალიძე (ვიდეო ქვემოთ).
https://www.facebook.com/1stchannel/videos/819667128389902/?t=7
