ვაზის ფოთლის სამარხვო ტოლმა პიტნისა და ბრინჯის გულსართით

ვაზის ფოთლის სამარხვო ტოლმა პიტნისა და ბრინჯის გულსართითვაზის ფოთლის სამარხვო ტოლმა

ინგრედიენტები:

ვაზის ფოთოლი (მარინადი) – 200 გ

ბრინჯი – 1 ჭიქა

კამა – 1 კონა

ნედლი პიტნა – 1 კონა

ლიმონი – 0,5 ცალი

მარილი და პილპილი. წითელი წიწაკა – ცხარე – (გემოვნებით)

ზეითუნის ზეთი – 2 ს/კ

გარეცხეთ ვაზის ფოთლები, რომ მოშორდეს მარილი და გააშრეთ. მოხარშეთ ბრინჯი, გააგრილეთ. კამა და პიტნა დაჭერით წმინდად, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ასევე ზეითუნის ზეთი. აურიეთ.

მიღებული მასა დაუმატეთ ბრინჯს და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გემოვნებით მარილი და დაფქული წითელი წიწაკა.

გაახვიეთ ბრინჯის ფარში ვაზის ფოთლებში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

თუკი მარხვაზე არ ხართ, მიირთვით ნივრიან მაწონთან ერთად.

გემრიელია.ჯი