,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი” – ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე ავარიას ემსხვერპლა

,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი" - ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე ავარიას ემსხვერპლა,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი”, – ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომლის სიცოცხლეც რამდენიმე საათის წინ შეწყდა. ის გომ­ბო­რი-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა შუ­ამ­თის ტყეს­თან მოხ­და. ნიკა გუჯეჯიანი 25 წლის იყო.

ნიკა გუ­ჯე­ჯი­ანს სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ. ის სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი იყო. მუ­შა­ობ­და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბილ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­ში..

ნიკა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი იყო 3D პრინ­ტე­რით და­ბეჭ­დი­ლი ქვევ­რის იდე­ის თა­ნა­ავ­ტო­რი. მან და­ვით მი­ზან­დარ­თან და გი­ორ­გი მა­მა­სახ­ლის­თან ერ­თად იპო­ვა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქვევ­რს 3D-ში აშე­ნებს. ახალ­გაზ­რდებ­მა ჰო­ლან­დი­ა­ში მი­აკ­ვლი­ეს კე­რა­მი­კოსს, რო­მელ­საც დოქ­ტო­რან­ტუ­რა აქვს და­ცუ­ლი 3D პრინ­ტე­რე­ბის შექ­მნა­ზე და 3D ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ბეჭ­დი­ლი პირ­ვე­ლი ქვევ­რის პრო­ტო­ტი­პიც შექ­მნეს.

ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ქვევ­რი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იბეჭ­დე­ბა და უფრო მდგრა­დია.

ფეისბუქით მას უამრავი ადამიანი ემშვიდობება.

,,რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და რო­გორ ვერ ვი­ჯე­რებ, გუ­ჯეჯ! უბ­რა­ლოდ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის, რაც ხდე­ბა…. შენ სულ იქ­ნე­ბი სულ­სულ­სულ…”, მმასეთ დროს სრუ­ლი ფრუსტრა­ცია მჭირს… ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვაკ­ლდა”, ,,უზო­მოდ მწყდე­ბა გული და მე­ნა­ნე­ბი…”, ,,დღეს მთელი დღეა ნიკაზე ვფიქრობ. როგორი უსამართლო და ერთი წამია ეს ცხოვრება! არ უნდა ხდებოდეს ასეთი ამბები. ტვინი მტკივა”, ,,დიდი დანაკარგი ქვეყნისთვის”, – წერენ ნიკა გუჯეჯიანის შესახებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.