თვითმფრინავმა გერმანიის ნაცვლად მგზავრები შოტლანდიაში ჩაიყვანა

თვითმფრინავმა გერმანიის ნაცვლად მგზავრები შოტლანდიაში ჩაიყვანაავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც მგზავრები ლონდონიდან გერმანულ დიუსელდორფში უნდა ჩაეყვანა, შეცდომით შოტლანდიის მთავარი ქალაქის, ედინბურგის აეროპორტში ჩაფრინდა, – იუწყება BBC.

რეისს გერმანული კომპანია WDL-ი ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეჩერთა სამსახურებს დაურიგეს ლონდონის აეროპორტში. შეცდომა თვითმფრინავის შოტლანდიის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ აღმოაჩინეს.

თვითმფრინავმა ედინბურგში ორი საათი დაჰყო, რის შემდეგაც გაფრინდა დიუსელდორფში. რამდენი მგზავრი იყო თვითმფრინავის ბორტზე, უცნობია.

იმედინიუსი