ჭახრაკინა ჭარხლის ფოთლითა და ჭყინტი ყველით

ჭახრაკინა ჭარხლის ფოთლითა და ჭყინტი ყველითცომი:
ფქვილი – 1 კგ
მარილი – 1 ჩ/კ
საფუარი
თბილი წყალი – რასაც შეიზელს
გულსართი:
ჭარხლის ფოთლები – 1 დიდი კონა
ჭყინტი ყველი – 350 გ
მარილი
მომზადების წესები
ჭარხლის ფოთოლი გავრეცხოთ, დავჭრათ და შევურიოთ გახეხილი ყველი. აფუებული ცომი გავყოთ 4 თანაბარ გუნდად,
თითოეული გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ უცხიმოდ ტაფაზე. გამომცხვარ მხლოვანებს გადავუსვათ ზემოდან ერბო.

გემრიელია.ჯი