,,საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა

,,საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა,,პირველი არხის” მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – ,,პირველი არხის” მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.