საფრანგეთში დაღუპული თენგო გაბედავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საფრანგეთში დაღუპული თენგო გაბედავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს10 თებერვალს საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა ოჯახმა გარდაცვლილის დატირება დღემდე ვერ შეძლო.

-დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურებია, რაც ფრანგული კანონმდებლობით ხორციელდება. დახმარებას ვითხოვთ. აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, თუმცა არავინ გვეხმარება, – ამბობენ დაღუპულის ახლობლები.

იმედინიუსი