ქუთაისი-ბათუმის მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი რელსებიდან გადავარდაქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სავალი რელსებიდან გადავარდა.

შემთხვევა ქუთაისში ,,რკინიგზის სადგურიდან” დაახლოებით 150 მეტრში მოხდა.

ქუთაისის რკინიგზის სადგურის უფროსის მოადგილის განმარტებით, მომხდარი სავარაუდოდ, მორიგე-დისპეჩერის შეცდომას უკავშირდება. მისივე თქმით, მატარებელი მეორე ლიანდაგის ნაცვლად მესამე ლიანდაგიდან გავიდა.

მგზავრებს ალტერნატიული ტრანსპორტით უზრუნველყოფენ და მგზავრობის საფასურს აუნაზღაურებენ. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ირაკლი ვაჩიბერაძე, პრაიმტაიმი