,,ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია, რძე გამიშრა, ღმერთო, რატომ გავჩნდი!” – ვანში დედა-შვილი შიმშილობს

,,ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია, რძე გამიშრა, ღმერთო, რატომ გავჩნდი!" - ვანში დედა-შვილი შიმშილობს,,საჭმელს კვირაში ორჯერ ვჭამთ, შესაბამისად მკერდში რძეც არ მაქვს და ჩვილი ბავშვი ჩემთან ერთად არის მშიერი”, – ეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში მცხოვრები ბიბილაშვილების ოჯახის ყოველდღიურობაა.

ოჯახი რამდენიმე კვადრატული მეტრის ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს.

-ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია. საკვებს, რომ ვერ ვიღებ, რძეც გამიშრა და ბავშვიც მშიერი მყავს. სახლი თავზე გვემხობა. არც ფანჯარა აქვს ამ ქოხს და არც კარი. ჩვენ ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია. ღმერთო, რატომ გავჩნდი ამქვეყანაზე, თუ ასეთი უბედური უნდა ვყოფილიყავი, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ,,სიკეთის ქალაქთან” საუბრისას.

ციხესულორში მცხოვრები ოჯახის უფროსი ტარიელ ბიბილაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია.

ტოპნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი