ნინი ბადურაშვილი ღალატზე ალაპარაკდა – ,,მეგონა, მახინჯი ვიყავი… ამ დროს საწყალი ხდები…”

ნინი ბადურაშვილი ღალატზე ალაპარაკდა - ,,მეგონა, მახინჯი ვიყავი... ამ დროს საწყალი ხდები..."მომღერალი ნინი ბადურაშვილი პიანისტ თათია შარანგიას გადაცემის სტუმარი იყო. მან შვილზე, თავის ოჯახზე, ურთიერთობებზე ისაუბრა. თქვა, რომ გარდატეხის ასაკში თავი ძალიან მახინჯი ეგონა. როცა ბებიასთან, ლალი ბადურაშვილთან მიდიოდა და დიდ სარკეში იხედებოდა, პირველ ამას ამბობდა: ,,ფუ, რა მახინჯი ვარ”.

გადაცემის წამყვანი ღალატის თემასაც შეეხო, რაზეც ნინიმ უპასუხა, რომ მისთვისაც უღალატიათ.

-ამ დროს ძალიან საწყალი ხდები, თვითშეფასება გივარდება და მიზეზებს ეძებ – რატომ გიღალატეს, ეს განგრევს, მაგრამ უფლება არ უნდა მისცე საკუთარ თავს, ამ ტრაგედიით იცხოვრო, – ამბობს ნინი (გადაცემის ჩანაწერი).