ნანუკა ჟორჟოლიანი: “მე მინდა, რომ დამწვან და ჩემი ფერფლი ჩაუყარონ ხის ნერგს”

ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე მინდა, რომ დამწვან და ჩემი ფერფლი ჩაუყარონ ხის ნერგს"გვამურ დონაციას, სიკვდილის შემდეგ ორგანოების გაცემას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ არსებობს. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და ის თანახმაა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ორგანოები მისცეს მას, ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

“მე თქვენს წინაშე შევავსებ ბლანკს, მე თანახმა ვარ, რომ როცა გარდავიცვლები ორი ორგანო მივცე მას, ვისაც ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ამ ქალაქში თუ ვინმე ივლის ჩემი გულით და ჩემი თვალებით საინტერესოა რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს.

მე მინდა, რომ დამწვან და ჩემი ფერფლი ჩაუყარონ ხის ნერგს. წარმოიდგინეთ, რომ სასაფლაოს მაგივრად არსებობდეს ხე რომელსაც ფერფლი მოეყრება, რა ლამაზი იქნება, რომ ამდენი სასფლაოს მაგივრად, რომ იყოს გაშენებული ტყეები,ჩვენი სახელობის ხეებით”, – თქვა პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა.

რეზონანსი